ხელოვნება და კულტურა

ბენქსის ვენეციური ნამუშევარი “მიგრანტი ბავშვი” რესტავრაციისთვის მოხსნეს

ბენქსის ცნობილი ნამუშევარი, “მიგრანტი ბავშვი”, რომელიც 2019 წელს ვენეციის ერთ-ერთ შენობაზე, Palazzo San Pantalon-ის კედელზე გამოჩნდა, რესტავრაციისთვის მოხსნეს. 1700-იანი წლების სასახლე ახლა იტალიურ ბანკ Banca Ifis-ს ეკუთვნის, რომელიც ნამუშევრის სრულ რესტავრაციას აფინანსებს.

ნამუშევარი, რომელიც ასახავს ჩაძირული გემის მგზავრ, მაშველ ჟილეტიან, ფერადი კვამლის ბომბით ხელში მყოფ  ბავშვს, ექვსწლიანი უყურადღებობისა და ნესტის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა – მისი დაახლოებით მესამედი განადგურდა.

ვენეციის მერმა, დახმარებისთვის იტალიის მთავრობას მიმართეს.

რესტავრაციის გეგმა ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა, თუმცა ადგილობრივ მხატვრებსა და არქიტექტორთა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, “ბენქსი სულელი არ იყო; მან იცოდა, რომ მისი წყლისპირა ქმნილება არ იყო მარადიული. მისი რესტავრაცია ავტორის განზრახვის საწინააღმდეგოა.”

რესტავრაციას ხელმძღვანელობს ფედერიკო ბორგონი, რომელმაც უკვე მოახდინა ნამუშევრის ზედაპირის გაწმენდა. ბანკი Ifis-ი გეგმავს, რომ რესტავრაციის დასრულების შემდეგ ნამუშევარი საზოგადოებას უფასო კულტურული ღონისძიებების ფარგლებში წარუდგინოს. აღდგენის ვადა ამ ეტაპზე უცნობია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა