უცხოური მედია

კირ სტარმერი – საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია

პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიანიშნებს, რომ გაერთიანებული სამეფო უახლოეს მომავალში არ აპირებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კირ სტარმერის თქმით, ის და მისი მოკავშირეები „მუშაობენ გზების ძიებაზე რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“ და რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელიც ასე აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია.

„თუმცა ის უნდა იყოს უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის საბოლოო შედეგიც ორი სახელმწიფოს პრინციპამდე და პალესტინელებისა და ისრაელელების ხანგრძლივ უსაფრთხოებამდე მიგვიყვანს. ამგვარად ჩვენ შევძლებთ, უზრუნველვყოთ, რომ ეს არის მაქსიმალურად სასარგებლო ინსტრუმენტი მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ვინც იტანჯება, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია“, – განაცხადა კირ სტარმერი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა