ლალი მოროშკინა, რომელსაც გუშინ, ღამით სოლოლაკში მანქანა დაუზიანეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვიცი, რომ ელოდებით დღევანდელი ამბის ფინალს. ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. არ წყდება ზარები, დიდი მადლობა ყველას!
ეტყობა არ ეგონათ, რომ საქმე დაიძრებოდა და სოლოლაკი სამართალდამცავებით აივსებოდა…
სანამ პოლიცია მუშაობდა და მართლა დიდი და გულწრფელი მადლობა ბიჭებს,გამოჩნდა ერთი ქალი(ნუ მემგონი ქალი) შარდის და ოფლის ნაზავი საშინელი სუნი ასდიოდა, ჯერ ვიფიქრე ნასვამია და გული აერია, მერე მივხვდი რომ დღევანდელი საღამოს “შემოქმედია”, სრული შლეგი. თუმცა თავდაცვის ინსტიქტი შლეგსაც აქვს. 5 წუთში ეს ამორფული მასა ფეხებში ჩამივარდა, თქვა რომ ოჯახში ტრაგედია აქვს და წამიერად დაუბნელდა თვალთ, რადგან მე თურმე მისთვის მიუღებელ ბიძინა ივანიშვილს ვგულშემატკივრობ, ის კი მას ვერ იტანს. ისიც ილუღლუღა, რომ უკრაინელების იმედი ჰქონდა ადრე, რომ საქართველომდე მივიდოდნენ, ახლა ზელენსკიმ უღალატა და მტერია, დროშებსაც ჩამოხსნის. ისიც თქვა ვეღარც გრანტებს იღებს და შიმშილის პირასაა.
ფეხებში ჩამივარდა, ბოდიშებით, ენით ლოკა მანქანა და იფიცა,რომ აღარც აქციაზე დადის და ესეც გაუაზრებლად გააკეთა… აი რა გინდა რომ ქნა? კ ლ ი ნ ი კ აა.
ნაცების კრებითი მოცემულობა. ასეთები არიან ციხეებშიც კალამს რომ ვერ აგდებინებენ. ასეთები იყვნენ 1937 წელს “დანოსჩიკები”, ამათ არც სამშობლო აქვთ და არც რწმენა. ამაზე მეტი რა უნდა დამართნოდა ამდენი ხალხის წინ დუჟმორეული ბოდიშებს იხდიდა,ოღონდაც არ დააჭერინოთ ჩემი თავი და სულ გადავალ სოლოლაკიდანო..
ასეთ აქოთებულ არარაობაზე ხელსაც ვერ ავწევ. მტერი მე ღირსეული მირჩევნია და არა ძუნძგლიანი ხალიჩა, რომელზეც ფეხები უნდა იწმინდო…
P.S. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და უკლებლივ ყველა მეგობარს,ვინც ადგილზე მოვიდა, სოც.ქსელში,თუ ტელეფონით მგულშემატკივრობდა. ალბათ მომხდარი ტესტია ადამიანობაზე, მანქანას კი ეშველება, მაგრამ ამათ გადაგვარებულ, დამახინჯებულ სულებს ვერაფერი განკურნავს…“,-წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.