პოლიტიკა

ალიევისა და ფაშინიანის ცოლების ერთობლივი ფოტო ჩინეთიდან 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ცოლმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მეჰრიბან ალიევამ, სოციალურ ქსელებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლთან, ანა ჰაკობიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

ქვეყნების ლიდერების ცოლები  ასევე ესწრებიან ჩინეთში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს.

როგორც ფოტოების აღწერაში მეჰრიბან ალიევა წერს, შეხვედრაში მონაწილე “სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების მეუღლეებთან ერთად ჰაიხეს მდინარეზე ნავით გასეირნებაში მონაწილეობდა”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა