ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილის თქმით, სუფთა ფურცლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ქართული სახელმწიფოს გულწრფელობისა და ღირსეული მეგობრობის სურვილის ნიშანია.
„ ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ყოველივე ეს კი, ერთმხრივ სრულიად სამართლიან გაკვირვებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითს“ აძლევს საშუალებას თავის საცეცებისა და მხარდამჭერების საშუალებით არათუ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მიყენოს ზარალი. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ახალი ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ამერიკელებთან ხანგძლივი, პარტნიორული და ღირსეული მეგობრობის კეთილშობილურ სურვილზე“,-წერს ნიკოლეიშვილი.