პოლიტიკა

ნიუ-იორკის ყოფილი მერი ჯულიანი ავარიაში მძიმედ დაშავდა

ნიუ-იორკის ყოფილი მერი და დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი ნიუ-ჰემფშირში ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მანქანას უკნიდან დიდი სიჩქარით დაეჯახა სხვა ავტომობილი. ჯულიანმა გულმკერდის მალების მოტეხილობა, მრავლობითი ნაფლეთი ჭრილობები, სისხლჩაქცევები და მარცხენა ხელისა და წვივის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ 81 წლის პოლიტიკოსის პრესმდივანმა, მაიკლ რაგუზამ, X-ზე განაცხადა.

რაგუზამ ასევე თქვა, რომ ავარიის წინ ჯულიანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალმა გააჩერა. მან „მას დახმარება აღმოუჩინა“, დარეკა 911-ზე და „ადგილზე დარჩა პოლიციის თანამშრომლების მოსვლამდე“.

პრესმდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრავმების მიუხედავად, ჯულიანი კარგ ხასიათზეა. ასევე, აღინიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა „მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა“ და შეთქმულების თეორიებისთვის საფუძველი არ არსებობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა