უცხოური მედია

გრეტა ტუნბერგმა ღაზას სექტორამდე მისვლა მეორედაც ვერ შეძლო— ფლოტილია შტორმმა შეაჩერა

ჰუმანიტარული დახმარების 20 გემისგან შემდგარმა ფლოტილიამ, სახელწოდებით Global Sumud, ღაზას სანაპიროებისკენ მიმავალი მისია გამგზავრებისთანავე შეწყვიტა. ორგანიზატორების განცხადებით, ზღვაზე ძლიერი შტორმი იყო, რის გამოც ფლოტილიას, რომლის ბორტზეც აქტივისტები იმყოფებოდნენ, ბარსელონას პორტში დაბრუნება მოუხდა. ამის შესახებ გაზეთი La Vanguardia წერს.

ფლოტილიის გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელი Global Sumud-ის მონაწილეებსა და პირადად გრეტა ტუნბერგს დაემუქრა, რომ მათ ტერორისტების ციხეში ჩასვამდა ისრაელის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობისა და ჰამასის მხარდაჭერისთვის.

ტუნბერგი პალესტინის ანკლავში შეღწევას უკვე მეორედ ცდილობდა. მანამდე, შვედი აქტივისტის მცურავი ნავი ჯარმა შეაჩერა და ის თვითმფრინავით გააძევეს. ამის შემდეგ ტუნბერგმა ღაზაში უკანონო ისრაელური ბლოკადის გარღვევის ახალი, „ყველაზე მასშტაბური მცდელობის“ შესახებ განაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა