„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ წინააღმდეგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების. რაც შეეხება ნატო-ს, ეს სხვა საკითხია. აქ საუბარია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი პოზიცია ცნობილია — მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრისას.
რუსეთის პრეზიდენტმა სხვა თემებზეც ისაუბრა:
- უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
- „კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვარიანტები არსებობს. ეს თემა ასევე განვიხილეთ [დონალდ ტრამპთან] ანკორიჯში. ვფიქრობ, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია“.
- ევროპის შიშები რუსეთის მიმართ:
- „არ მინდა ისინი [ევროკავშირის ქვეყნები] ქვეწარმავლებს ან ცხოველებს შევადარო. ისინი ზღაპრების კი არა, საშინელებათა ფილმების სპეციალისტები არიან. ის, რომ მუდმივად ისტერიას თესავენ იმის შესახებ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, ვფიქრობ, რომ ეს პროვოკაცია ან სრული არაკომპეტენტურობაა“.
- რუსეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე:
- „იგივე ეხება, სხვათა შორის, უკრაინულ მხარესაც. თუ ხელსაყრელი გარემოებები შეიქმნება, ზაპოროჟიეს სადგურზე სამივესაც კი შეგვიძლია ვიმუშაოთ“.
Facebook Comments Box