პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამუშაო და მათი ჯოკერი ყოველთვის უნდა ყოფილიყო წინმსწრები რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩამოვრჩებოდით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელსა და სუს-ის მუშაობის პრინციპებს მედიასთან ეხმიანება.

ექსპერტმა განაცხადა, რომ ცვლილებებს მიესალმება და შედეგებს საზოგადოება მალე დაინახავს. მისი განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქცია მოვლენების წინმსწრებად განჭვრეტა იყო და რჩებოდა განცდა, თითქოს ამ მხრივ იყო ჩამორჩენა.

„სანამ ეს აკაცუკიზმი ბევრი ჩვენგანის ოჯახში არ შევიდა, შვილების, შვილიშვილებისა და მეუღლეების სახით, მანამდე ვერ მივხვდით, რომ მიუხედავად აქციების მცირერიცხოვნობისა, ფსიქოლოგიური მუხტი დიდია“- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა და განმარტა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო გარკვეული პროცესების თავიდან აცილება.

„მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევხვდი იმას, რაც ხდება მეორე დღეა. მომდის ძალიან სასიხარულო და საიმედო ინფორმაცია სუს-ის ახალი ხელმძღვანელობის ნაწილში და ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ შედეგებს. როდესაც ამ ორგანიზაციის მთავარი სამუშაო და მათი ჯოკერი ყოველთვის უნდა ყოფილიყო წინმსწრები რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩამოვრჩებოდით. ამ ჩამორჩენამ მოგვიყვანა იქამდე, რომ ლამის ამ აკაცუკების დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში მაშინ, როდესაც სავსებით შესაძლებელი იყო „გველის წიწილებისთვის“ თავები დიდი ხნით ადრე მოგვეჭრა და არ მიგვეყვანა იქამდე, სადაც მივედით.

სანამ ეს აკაცუკიზმი ბევრი ჩვენგანის ოჯახში არ შევიდა, შვილების, შვილიშვილებისა და მეუღლეების სახით, მანამდე ვერ მივხვდით, რომ მიუხედავად აქციების მცირერიცხოვნობისა, ფსიქოლოგიური მუხტი დიდია. ამიტომ, ეს მუხტი კიდევ ერთხელ უნდა დავამხოთ, 2012 წლის შემდეგ, მეათედ. მაქსიმალური ყურადღებითა და მობილიზებით უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან 4 ოქტომბერს და არ ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა, ოპოზიცია დამარცხებულია და მათ ერთმანეთში ქიშპობა აქვთ. გარწმუნებთ, ამ ქიშპობის უკან მეტწილად არის ბლეფი და ეს არის მათი მზაკვრული გეგმა, რომლის უკანაც სერიოზული რისკებია,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა