საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების პარალელურად, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ საპორტესტო აქციას აფასებს.
მისი განცხადებით, ეს იყო კარგად გააზრებული და ორგანიზებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს მორიგი შეტაკებისთვის ამზადებენ, თუმცა, მომავალში დადგეგმილი ყველა პროვოკაცია გუშინდელივით ფუჭად ჩაივლის.
“ის, რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20-კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები-თქო, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე რომ, ბოკერიას გიჟს გადაეცით,რომ წუხელიდანვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც,” – წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.