ნიუ-იორკის სკოლებში სმარტფონების აკრძალვის წესი ამოქმედდა. ახალი სასწავლო წლიდან, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, დამთავრებული უფროსკლასელებით, მოსწავლეები სმარტფონების გამოყენებას სკოლის ტერიტორიაზე ვეღარ შეძლებენ. ეს აკრძალვა შტატის ყველა სკოლაზე ვრცელდება.
ინიციატივის მხარდასაჭერად 13.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. სკოლებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ტელეფონების შენახვის მეთოდი. მაგალითად, ქალაქ იონკერსში მოსწავლეები გაკვეთილების განმავლობაში თავიანთ ტელეფონებს სპეციალურ Yondr ჩასადებებში ინახავენ, რომლებიც საკეტით იხურება და მოწყობილობებს ბლოკავს. ამგვარად, მოსწავლეებს ტელეფონები თან აქვთ, მაგრამ მათი გამოყენება შეუძლებელია.
სხვა მოწყობილობები, მაგალითად, ლეპტოპები, რომლებიც სწავლისთვის აუცილებელია, ხელმისაწვდომი დარჩება. მშობლებს კი სანერვიულო არაფერი ექნებათ, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ სკოლაში დარეკვა და შვილის ტელეფონთან მოხმობა.