პოლიტიკა

Responsible Statecraft: პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობაში პასიურობა, შესაძლებელია უბრალოდ სხვა საკითხებზე კონცენტრაციით იყოს განპირობებული

„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი ალბათ ოდნავ მოუქნელი დიპლომატიური მცდელობა იყო, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უკეთეს სტადიაში გადაეყვანა. პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობაში პასიურობა, შესაძლებელია უბრალოდ სხვა საკითხებზე კონცენტრაციით იყოს განპირობებული. უკრაინამ, ახლო აღმოსავლეთმა და ჩინეთმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკური სივრცის დიდი ნაწილი შთანთქა, ამასთანავე ტრამპმა უკვე შეძლო ეშუამავლა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში“,- ამის შესახებ გავლენიანი ონლაინგამოცემა responsible statecraft-ი გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ  გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის აღდგენას, სამხრეთ კავკასიაში მისი მეზობლების მსგავსი პირობებით ცდილობს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთგაგების მემორანდუმს(MoU) მოაწერა ხელი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩამოყალიბების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ითვალისწინებს, ასეთივე ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე არსებობს აშშ-სა და სომხეთს შორის. თუ ამ დოკუმენტებს რაიმე დანიშნულება აქვთ, ეს სწორედ ისაა, რომ ისინი ინსტიტუციურ ჩარჩოს აყალიბებენ ყოველდღიური ორმხრივი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის აღდგენას ცდილობს, სამხრეთ კავკასიაში მისი მეზობლების მსგავსი პირობებით“,- წერია Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა