ექიმი ნარკოლოგი სურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ტრიალებს.
მისი თქმით, ბაზარზე გამოჩნდა მეთადონი, რომელიც დიდი ხანია აღარ შეხვედრია. მისივე თქმით, კოდეინის სიროფიც ახალია.
„წარმოუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკის ტრილებს ქვეყანაში. ზუსტად ორი დღის წინ მკითხეს მეთადონის აბებზე და გამიკვირდა – დიდი ხანია აღარ შემხვედრია ეს ბაზარზე. და თურმე სად ბანაობ აგერ გაჩაღებულია მისი ყიდვა გაყიდვა. ანუ ფონიჭალა არის აუღებელი ციხე- სიმაგრე და რამდენი ადამიანი რეალურად არის საფრთხის ქვეშ?
კოდეინის სიროფიც ახალია – ესე იგი, კრაკადილის მასალად შეიძლება ჩავთვალოთ. მოკლედ, კარგი დღეები არ გველის. მე ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს კვლევა, რა რაოდენობის ინექციური მომხმარებელია ამჟამად ქვეყანაში.
როცა რაღაც შეიცვლება ამ ქვეყანაში და რეესტრში კაცის და ქალის გადაკეთებაზე აღარ ვისაუბრებთ (რაც თავისთავად უმძიმესი ჰომოფობიური განცხადებაა), რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ – სერვისების დახურვაზე კი არა, გაფართოებაზე და ახალ გამოწვევებზე . 4 უზარამზარი დარკნეთ მარკეტი მუშოაბს ეხლა საქრთველოში და ის ცალკე უმძიმესი პრობლემაა. თორემ მოგვიწევს საუბარი მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გვიანი იქნება.
ზუსტად ისე, როგორც 90-იანებში დავკარგეთ თაობები, იგივე არ უნდა განმეორდეს! ნუთუ სახელმწიფო ნარკოლოგებო, ხმა არ უნდა ამოვიღოთ? ჩვენ „ჩარეცხილებს“ არ გვისმენენ, იქნებ თქვენ მაინც დაინტერესდეთ საკუთარი მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღმა რეალური პრობლემებით“,-წერს ნარკოლოგი.