განათლება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან და იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულთან ერთად, ზესტაფონში ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, გივი მიქანაძესთან და სახელმწიფოს რწმუნებულთან იმერეთში, ლევან ზალკალიანთან ერთად ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა.

მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტთან ერთად განხორციელებულ რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.

N2 საჯარო სკოლა სრულად განახლდა და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო და სპორტული ინფრასტრუქტურით. 1000-ზე მეტი მოსწავლე ცოდნის მიღებას სრულიად განახლებულ, თანამედროვე და ახალგაზრდებზე მორგებულ გარემოში გააგრძელებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. 

2024-2025 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის მე-4 საჯარო სკოლასაც, რომელშიც წელს 1040 მოსწავლე ჩაირიცხა. სრულად განახლდა როგორც გარე, ასევე შიდა ინტერიერი და შენობა აღიჭურვა საჭირო სასწავლო და სპორტული ინფრასტრუქტურით.

სრულიად ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ როდინაულში. 

სკოლების პარალელურად აქტიურ რეჟიმში ხორციელდება ბაღების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტები. ამ ეტაპზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი 4 ახალი ბაღი შენდება ზეატაფონის მუნიციპალიტეტის 4 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. ესენია: ცხენთარო, ალავერდი, ძირულა  და ფუთი.

სკოლების  რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა