უცხოური მედია

NYT: აშშ-ის სპეცრაზმმა ჩრდილოეთ კორეაში წარუმატებელი საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა და უდანაშაულო ადამიანები დახოცა

2019 წელს აშშ-ის სპეცრაზმმა, SEAL Team 6-ის დანაყოფმა, ჩრდილოეთ კორეაში გასაიდუმლოებული მისია ჩააგდო. ოპერაციის მიზანი მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება იყო, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩანაწერები მოეპოვებინათ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოცამდე წყაროზე დაყრდნობით მომზადდა, ტრამპის მიერ პირადად დამტკიცებული მისია ჩავარდა და ტრაგედიით დასრულდა.

ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, რადგან თავდაპირველად ერთი მინი-წყალქვეშა ნავი მეჩეჩზე დაჯდა, მეორის ძრავის ხმამ კი ახლომახლო, კატერზე მყოფი ჩრდილოეთ კორეელების ყურადღება მიიქცია. პანიკაში ჩავარდნილმა სპეცრაზმელებმა კატერს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე წამში მისი ყველა მგზავრი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპული სამი ადამიანი მოლუსკებზე მონადირე მყვინთავი აღმოჩნდა. მათ არც იარაღი და არც სამხედრო ფორმა არ ჰქონიათ. სტატიის მიხედვით, მსხვერპლთა ცხედრების სწრაფად ჩაძირვის მიზნით, სპეცრაზმელებმა მათ ფილტვები გაუხვრიტეს. ინციდენტის შემდეგ მისია დაუყოვნებლივ შეწყდა და სპეცრაზმელებმა უკან დაიხიეს.

როდესაც ჟურნალისტებმა ამ ოპერაციის შესახებ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ჰკითხეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და ამ ინფორმაციას პირველად ისმენდა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა