კონსერვატორ კომენტატორს, ჩარლი კირკს ესროლეს. ინციდენტი იუტას ველის უნივერსიტეტში, ღონისძიებაზე მოხდა.
გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა დაიწყო. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იუტას ველის უნივერსიტეტში სროლის ტრაგიკული შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ჩარლის, მის ახლობლებსა და ყველა დაზარალებულს“, – დაწერა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, კაშ პატელმა სიციალურ ქსელში.
„ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს. შესანიშნავი ადამიანი, თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს!”, – დაწერა ტრამპა სოციალურ ქსელში.
კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს.ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Facebook Comments Box