უცხოური მედია

23 წლის უკრაინელი გოგოს მკვლელი, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის დასავლეთ ოლქის ფედერალურმა პროკურატურამ დეკარლოს ბრაუნს, რომელიც 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკას, მკვლელობის საქმეზე დააკავეს, დამატებითი ბრალდებები წაუყენა. როგორც ABC News იუწყება, მას შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს.

თავდასხმა, რომელიც, როგორც ვიდეოთვალთვალის კამერების კადრებიდან ჩანს, ბრაუნმა დასაკეცი დანის გამოყენებით განახორციელა, „ამერიკულ ცხოვრების წესზე შეტევა“ იყო, განაცხადა აშშ-ის ოლქის პროკურორმა რას ფერგიუსონმა. დაკავებული კაცი მანამდე 14-ჯერ იყო ნასამართლევი და დაახლოებით ექვსი წელი ციხეში გაატარა.

დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ ზარუცკა „ახალგაზრდა, უპრობლემო გოგონა იყო, რომელსაც აშშ-ში შესანიშნავი ცხოვრება ელოდა“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრაგედია უკავშირდება „დაიჭირე და გაუშვი“ (catch and release) პოლიტიკას, რომელსაც, მისი თქმით, „რადიკალი მემარცხენე მოსამართლეები და პოლიტიკოსები“ მისდევენ.

შეგახსენებთ, 23 წლის უკრაინელი გოგონა ირინა ზარუცკა პიცერიიდან სახლში ბრუნდებოდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის უკან მჯდომმა ბრაუნმა დასაკეცი დანის მეშვეობით გოგონას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა და გაიქცა. ბრაუნი პოლიციამ მატარებლის პლატფორმაზე დააკავა, მოგვიანებით კი ბრალი წაუყენეს. მას ხანგრძლივი კრიმინალური ისტორია აქვს და შეიარაღებული ყაჩაღობისთვის ციხეში რამდენიმე წელი აქვს გატარებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა