უცხოური მედია

ნეპალში არეულობა მძვინვარებს: ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე მომიტინგეების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე მომიტინგეების თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება India Today. ჩინოვნიკის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ქალი კი, ცოცხლად დაიწვა.

მთლიანობაში, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის დროს, რომელიც სოციალური ქსელების დაბლოკვას მოჰყვა. The Himalayan Times-ის ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პროტესტის ფონზე, ხელისუფლებამ სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა, ნეპალის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი კი თანამდებობიდან გადადგა. ზოგიერთი ცნობით, პრეზიდენტმაც დატოვა თანამდებობა, თუმცა ამან არეულობა ვერ შეაჩერა.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას და მმართველი პარტიის, „ნეპალის კონგრესის“ ოფისს, ცეცხლი წაუკიდეს. მედიის ცნობით, ჩინოვნიკების ევაკუაცია ვერტმფრენებით დაიწყო.

დაძაბული ვითარების გამო, ამ დროისთვის კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტი დახურულია, რის გამოც ქვეყანაში ათასობით ტურისტია ჩარჩენილი.

როგორც The Kathmandu Post აღნიშნავს, პროტესტში ძირითადად ახალგაზრდობა – GEN Z მონაწილეობს, რომელიც მთავრობას კორუფციასა და „ნეპოტიზმში“ ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელების აკრძალვა ბოლო წვეთი აღმოჩნდა და 8 სექტემბერს ისინი „რისხვის დღის“ მოსაწყობად ქუჩებში გამოვიდნენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება შემაძრწუნებელი კადრები, როგორ უსწორდებიან პროტესტის მონაწილეები მთავრობის წევრებს, რომლებიც მათგან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობენ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა