პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს მთელი აკაცუკეთი ზეიმობს ჩარლი კირკის მკვლელობას. იქ, იუტას შტატში, ვიღაცას ეყო გამბედაობა განეხორციელებინა ის, რაზეც ადგილობრივი აკაცუკები მხოლოდ ოცნებობენ

„ფრანგების „აღშფოთებულ შეშფოთებას” ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან. ყარს ეცროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა, მაგრამ „დომინოს პრინციპი” ჯერ არავის გაუუქმებია,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც მის მიერ ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ პროგნოზს დღეს გამოქვეყნებული პოსტით ახსენებს საზოგადოებას.

„არ მეგონა, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგნოზი, რომელიც მე გამოვთქვი ერთი თვის წინ, საფრანგეთში ასე მალე აღსრულდებოდა. სექტემბერშივე ახარეს ფრანგებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის „კაპიტულაციის აქტის” გადალახვა, რომელსაც მან ტრამპის შოტლანდიურ გოლფ-კლუბში მოაწერა ხელი, რიგითი ევროპელების „კისერზე” გადაივლის. საფრანგეთში, მაგალითად, ეკონომიკის „გაძლიერება” საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების შეკვეცით დაიწყეს. ფრანგების „აღშფოთებულ შეშფოთებას” ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან.

ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა, მაგრამ „დომინოს პრინციპი” ჯერ არავის გაუუქმებია. გაიღვიძე ევროპა! ხომ მართლა, აკაცუკების ტელევიზიები თუ აშუქებენ საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ რევოლუციას? „რუსული არისო მაი ამბავი” – ამ კონტექსტში მაინც? ან 32 წლის გადასარევი ამერიკელი ახალგაზრდის, ულამაზესი ოჯახის პატრონის მკვლელობა თუ გააშუქეს, ჩადენილი მხოლოდ იმის გამო, რომ დაუფარავად ქადაგებდა: კაცი-კაცია, ქალი-ქალია და რა ტკბილია ტრადიციული, რწმენაზე და სიყვარულზე აგებული საოჯახო ურთიერთობები – აი ამის გამო. არ აშუქებენ?

სწორია, საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირე-მკვლელზე აუგი როგორ თქვან. დღეს მთელი აკაცუკეთი ზეიმობს ჩარლი კირკის მკვლელობას. იქ, იუტას შტატში, ვიღაცას ეყო გამბედაობა განეხორციელებინა ის, რაზეც ადგილობრივი აკაცუკები მხოლოდ ოცნებობენ. რა დიდი სიამოვნებით გამოგვიყვანდნენ სასიცოცხლო მწყობრიდან მრავალფეროვანი შიშებით შეპყრობილები, საკუთარ განსულიერებულ სხეულში მცირეოდენი ფულით რომ არ იმაგრებდნენ „ბალაკლავებით” შენიღბულ „გამბედაობას”, რომლის მაქსიმუმი მხოლოდ ბანერების დაზიანებასა თუ გოგონა-ჟურნალისტის, საკუთარი „ოიდიპოსის კომპლექსის” ზეგავლენით, უკბილო და განუხორციელებელი უშვერი შეურაცხყოფით რომ შემოიფარგლება. ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ყარს სრულიად საქართველოს აკაცუკეთი. ლპება ერთიც და მეორეც. არანაირი რესურსი გადარჩენის – არ გააჩნიათ. გონებრივ და ინტელექტუალურ დონეზეც კი, რომელიც „ზეროა” მათში. სიტყვიერი მარაგის დონეზეც კი, რომელიც მათთვის ამ გაუგებარი ტექსტის შინაარსის წინაშე, დღეს ცვლაში მყოფი „სატროლეთის” მხრიდან, დედაჩემის მიმართ მორიგი განუხორციელებელი დაპირებით შემოიფარგლება, საკუთარ შიგევროპულ საუკეთესო ტრადიციებში. ლეში – სიკვდილის შემდეგ ყროლდებაო, თქვენ კი ამას „სიცოცხლეშივე” მიაღწიეთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა