პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: მაშინ, როდესაც დასავლეთიდან დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, როგორ ვიცხოვროთ – ამ დროს იუტას უნივერსიტეტის ეზოში, კონსერვატორი, ჩარლი კირკი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს – ანტაგონიზმი და აგონია, რომელიც თბილისის ქუჩებშია, ნეოლიბერალური პროექტის კონვულსიებია და მიმდინარე გლობალური პროცესების ანარეკლია

მაშინ, როდესაც დასავლეთიდან დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი – არა, როგორ უნდა ვებრძოლოთ შიდა პოლარიზაციას და როგორ უნდა დავუბრუნდეთ “დასავლურ ღირებულებებსა და ვექტორს”, ამ დროს იუტა ველის უნივერსიტეტის ეზოში, კონსერვატორი მოაზროვნე და კომენტატორი, ჩარლი კირკი, საჯარო გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს,- ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, ექსპერტი, ლუკა ეხვაია, წერს სოციალურ ქსელში.

ლუკა ეხვაიას განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე და იმის ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო ომმა მათთვის სასურველი შედეგები ვერ გამოიღო „პოლიტიკაში და ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული კრიზისის მისაჩქმალად სხვა არჩევანი აღარ დარჩათ, გარდა მილიტარიზაციისა, კონფლიქტების გახანგრძლივებისა და დაპირისპირების ახალი კერების შექმნისა“.

მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დღეს დღეისობით მიმდინარე მოვლენები გლობალურ დონეზე არსებული პროცესების ანარეკლია.

„მაშინ, როდესაც დასავლეთიდან დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი – არა, როგორ უნდა ვებრძოლოთ შიდა პოლარიზაციას და როგორ უნდა დავუბრუნდეთ “დასავლურ ღირებულებებსა და ვექტორს”, ამ დროს იუტა ველის უნივერსიტეტის ეზოში, კონსერვატორი მოაზროვნე და კომენტატორი, ჩარლი კირკი, საჯარო გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კვირა არ გავა რომელიმე შტატში მასობრივი სროლა არ მოხდეს ან მიგრანტები თავს არ დაესხან მოქალაქეებს, შიდა იდეოლოგიური და კულტურული დაპირისპირების ფონზე დასავლურ საზოგადოებების სოციალური ქსოვილი რღვევას განაგრძობს. ამ პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუნქტურა: დღეს, უკვე ცალსახაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო ომმა სასურველი გეოპოლიტიკური შედეგები ვერ გამოიღო (პირიქით, წინააღმდეგობის ბლოკების ფორმირება და ე.წ. ცენტრიდანული ძალების აღზევება დააჩქაარა); რეინდუსტრიალიზაციის დაწყება ამერიკის მიწაზე იმაზე გაცილებით რთული და დროში გაწელილი პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობდა; ევროკავშირს საგარეო პოლიტიკის არანაირი პოზიტიური ხედვა არ გააჩნია; საფრანგეთის მთავრობა ჩამოშლის პირასაა, მაკრონის, მერცისა და სტარმერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა; პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისს ისიც ემატება, რომ გერმანიის რეცესიული ეკონომიკა სტრუქტურულ კრიზისშია, იგივე შეიძლება ითქვას ბრიტანეთისა და იტალიის ეკონომიკაზეც.

პოლიტიკაში და ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული კრიზისის მისაჩქმალად კი სხვა არჩევანი აღარ დარჩათ, გარდა მილიტარიზაციისა, კონფლიქტების გახანგრძლივებისა და დაპირისპირების ახალი კერების შექმნისა. ზუსტად ამ შუქზე უნდა წავიკითხოთ ის პროცესები, რაც ჩვენთან ბოლო დღეების მანძილზე ვითარდება. ანტაგონიზმი და აგონია, რომელიც თბილისის ქუჩებშია, ნეოლიბერალური პროექტის საბოლოო კონვულსიებია და გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესების ანარეკლია. ნეოლიბერალური ექსპერიმენტი და თანმდევი სოციალური ინჟინერიის პროექტი სრულდება, ვერანაირი სროლით, ყიჟინითა თუ ისტერიით ეს შეუქცევადი პროცესი ვერ შემობრუნდება“,-წერს ეხვაია Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა