პოლიტიკა

მაია ბითაძე: ეუთო/ოდირ-ის არჩევნებზე არდასწრება ხელს არ უშლის არჩევნების სრულფასოვან ჩატარებას, ცესკო-ს რეფორმები მაღალი კვალიფიკაციით არის შეფასებული, მათ შორის ეუთო/ოდირ-ის დასკვნით – მთავარია საქართველოს მოსახლეობის ნება და მშვიდობის შენარჩუნება

პროცედურული თვალსაზრისით, არანაირი ვადა არ არსებობს, როდის უნდა დაპატიჟო დამკვირვებელი. დამკვირვებლების მოწვევა ამჟამადაც მიმდინარეობს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით, თვენახევრით ადრე გაეგზავნა ეუთო/ოდირს მოწვევა, – ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ეუთო/ოდირ-ის უარს თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით.

მაია ბითაძის განცხადებით, ეუთო/ოდირ-ის თვითმმართველობის არჩევნებზე დაუსწრებლობა არ შექმნის პრობლემას, რამდენადაც ცესკო-ს მიერ განხორციელებული რეფორმები, როგორც ეუთო/ოდირ-ის, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მაღალ დონეზეა შეფასებული.

„ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჩამოსვლა სურდათ, მაგრამ ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, რომ ეუთო/ოდირ-მა თავიდან აირიდა ის პოლიტიკური პროცესი და ე.წ. საერთაშორისო ბულინგი, რაც მანამდე საპარლამენტო არჩევნებზე განხორციელდა. პია კაუმას ვიზიტიც კარგად გვახსოვს, რომელიც დაგეგმილი იყო და საერთაშორისო ზეწოლის გამო გადაიდო. აქ არაფერი მოულოდნელი არ იყო, თუმცა ეუთო/ოდირ-ის არჩევნებზე არდასწრება ხელს არ უშლის არჩევნების სრულფასოვან ჩატარებას. ცესკო-ს მიერ განხორციელებული რეფორმები მაღალი კვალიფიკაციით არის შეფასებული, მათ შორის ეუთო/ოდირ-ის დასკვნით. მთავარია საქართველოს მოსახლეობის ნება, მათი მონაწილეობა არჩევნებში და ბუნებრივია შევინარჩუნოთ მშვიდობა, როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში“- განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა