პოლიტიკა

სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ სუს-ს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან, ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებული არიან, არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა