უცხოური მედია

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი შესაძლოა, ევროკავშირის წევრი არ გახდეს

სომხეთი შესაძლოა, ევროკავშირის წევრი არ გახდეს, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დემოკრატიის ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ყველა სფეროში ევროკავშირის სტანდარტები უზრუნველყოფა.

ფაშინიანის თქმით, საზოგადოებაში ბევრი საუბარია იმაზე, თუ რამდენად რეალისტური ან არარეალურია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება.

„მთავრობა და პოლიტიკური უმრავლესობა აცხადებს, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრი ამაში გარკვეულ გეოპოლიტიკურ შედეგებს ხედავს. დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის დადასტურება, რომ სომხეთის ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ უდავო და ურყევია“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა