ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე ადამიანურიკაპიტალისინდექსს აქვეყნებს.
ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველომ შეფასების100 -პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო, მსოფლიოში 33-ეადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულშიმოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის დანატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია:საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.
ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოში ავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს. ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა არის.
რაც შეეხება ევროკავშირის ახალ კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინა მსოფლიოში 47-ე, მოლდოვა კი 62-ე პოზიციაზეა.
ევროკომისიამ ინდექსის ისტორიულ მონაცემებიც გამოაქვეყნა 2003 წლიდან 2024 წლისჩათვლით. ირკვევა, რომ 2003 წელს ადამინური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდოვნო12 წლისმანძილზე კი, ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა და დღეს მსოფლიოში 33-ეადგილზე იმყოფება.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გაერო ამზადებს, რომელიც სტანდარტულად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იწარმოება.