პოლიტიკა

ნაცმოძრაობის ლიდერი ანა წითლიძე: აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში

“4 ოქტომბრის სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. მან 4 ოქტომბრის აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ ირიდებს და აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში.

“4 ოქტომბერს რა შეიძლება მოხდეს – თქვენ ხომ ასე სვამთ კითხვას? სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე. მეც იქ ვიქნები, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. რომ ვამბობ, პაატა ბურჭულაძეა ორგანიზატორი-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობას ვირიდებ, არა, ნამდვილად. მე, ანა წითლიძე, აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს. ახლა მეკითხებით, როგორ მშვიდობიანადო. თქვენ ვარდების რევოლუცია ჩემზე უკეთესად გახსოვთ, – მე პატარა ვიყავი და სკოლაში ვიყავი, მაგრამ თქვენ გახსოვთ. ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს გაიმარჯვა მართალმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, მშვიდად და წყნარად, ასე შეუძლია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს გამარჯვება. რა მოხდება 4 ოქტომბერს? ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.“-განაცხადა წითლიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა