ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის, საბა კოდუას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ნინო შუბლაძეს მიმართავს:
“ეს არის ამბავი. საბა, რა თქმა უნდა, დაკავებული არაა. რ2 მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!!
ნინო შუბლაძე, ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!!შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ!!” – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც ასევე დაურთო შსს-ს ინფორმაცია, რომ 2009 წელს დაბადებული ს.კ-ს მანქანაში “სავარაუდოდ აკუსტიკური იარაღი ნახეს”.
შსს-ს განცხადებით, “გადამოწმების მიზნით, პოლიციამ გააჩერა 2009 წელს დაბადებული ს.კ. რა დროსაც ავტომობილის კარში იარაღის მსგავსი საგანი შენიშნეს. ის, სავარაუდოდ, არის კუსტარული (აკუსტიკური) იარაღი. აღნიშნულ ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით”.