საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად და რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი“, – წერს საელჩო.
ცნობისთვის, აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.
Facebook Comments Box