პოლიტიკა

შსს აცხადებს, რომ „შაბათის ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტი ღირსების შემლახავი, ცრუ ინფორმაციაა

„შაბათის ფორმულას“ ეთერში, გდდ-ს ახალი ხელმძღვანელის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება და მას დეზინფარმოციულს უწოდებს.

შსს განმარტავს, რომ რომან ქარცივაძის მიმართ აბსურდული ბრალდებები გახმიანდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების შესახებ მომზადებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას.

სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას.

კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ცდილობს მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას – თავი შეიკავონ ღირსების შემლახავი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისგან“,-ნათქვამია სიუჯეტში.

ცნობისთვის, „შაბათის ფორმულას“ ეთერში ნათქვამია, რომ რომან ქარცივაძე ვახტანგ გომელაურის მინიტრობის დროს სისტემიდან ქურდობის ბრალდებით დაითხოვეს. შს მინისტრად გეკა გელაძის დანიშვნის შემდეგ კი, ის ალექსანდრე ტაბატაძის საფარველქვეშ სისტემაში დაბრუნდა და გდდ-ს ყოფილი უფროსის, „ხარებას“ ადგილზე დაინიშნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა