პოლიტიკა

ილინოისში დემონსტრანტები იმიგრაციის სამსახურის შენობას თავს დაესხნენ


ჩიკაგო, ილინოისი. – ასობით დემონსტრანტმა 26 სექტემბერს, გამთენიისას, ილინოისის ქალაქ ბროუდვიუში იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობა შტურმით აიღო, ამის შესახებ იუწყება Fox News.

საპროტესტო ტალღა არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ ბოლო დროს ჩატარებული რეიდების გამო დაწყებულ უწესრიგობას უკავშირდება. შეკრებილი მოქალაქეები იმიგრანტთა დაკავების ცენტრთან შეიკრიბნენ და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს პასუხებს სთხოვდნენ დაკავებულთა ბედთან დაკავშირებით.

მომიტინგეები ბლოკავდნენ სამსახურებრივი მანქანების გადაადგილებას და ხმამაღლა გამოხატავდნენ პროტესტს. დაძაბულობამ პიკს მიაღწია მაშინ, როდესაც დემონსტრანტებმა ფედერალური ჯიპის ბლოკირება სცადეს, მანქანის კაპოტზე აბრახუნებდნენ და მძღოლს უყვიროდნენ.

საპასუხოდ, ფედერალურმა აგენტებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ხელკეტები, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან განვითარებული არეულობის შედეგად, ორი ადამიანი დააკავეს.

ამ მოვლენების შემდეგ, ილინოისის კონგრესის დემოკრატებმა სასწრაფო შეხვედრა მოითხოვეს ICE-ის ჩიკაგოს რეგიონალური ოფისის დირექტორ რასელ ჰოტთან, რათა იმიგრაციული დაწესებულების საქმიანობა განიხილონ და მასზე ზედამხედველობის საკითხები დააყენონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა