პოლიტიკა

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი – ახალგაზრდებთან განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია. განათლების ხელშეწყობა ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია. ეს არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან და საკრებულოს თავჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომელ ახალგაზრდებს შეხვდა.

გელაშვილის თქმით, ახალგაზრდებს საინტერესო ხედვა აქვთ და მზად არის მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის. მათ ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია.

ბევრი ისაუბრეს ახალგაზრდული ცენტრებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, ასევე, ქვეყნის მომავალზე, საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ.

„ძალა ახალგაზრდებშია! მადლობა თითოეულს მხარდაჭერისა და სწორ მხარეს დგომისთვის!“-წერს გელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა