პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველა, ვინც კანონიერი ქურდების დახმარებით გპირდებათ “რევოლუციებს” ეფესბეს თოჯინაა

ტარიელ ონიანი შენ მხარეს როგორ უნდა იყოსო – პაატა ბურჭულაძეს უწერს ვიღაც ნეტგაზეთის ლინკზე,- ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელიდან სქრინს აქვეყნებს.

მისი თქმით, ქურდების დახმარებით ქვეყანაში მხოლოდ ეფესბე იმარჯვებს.

„ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციის იდეების მტრად და საკუთარ თავზე რეაქციად გადაიქცა.

კანონიერი ქურდების დახმარებით ამ ქვეყანაში მხოლოდ ეფესბე გაიმარჯვებს.

ყველა, ვინც კანონიერი ქურდების დახმარებით გპირდებათ “რევოლუციებს” ეფესბეს თოჯინაა და “ავანტყოფი ერი” ვგონივართ.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და რუსეთის სპეცსამსახურებთან შეკრული კანონიერი ქურდების ამოძირკვა ფედერალისტების მთავარი ამოცანა იქნება.

ორგანიზებული დანაშაულის პარპაში ქოცებთან და ნაცებთან ერთად დასრულდება.

აქვე დავამატებ, რომ საბედნიეროდ, უბრალოდ ბოლი მგონია მთელი ეს ჭორები, 8 სული ქურდის იმიტაციის უბადრუკი მცდელობა – მიშამ გადაწყვიტა რომ ქართველები ქოცები ვართ და ბიძინად გადაქცევა უნდა, რომ თავი მოგვაწონოს, მაგას წვალობს ეგ ჩმორი ამდენი წელია – ქოცობას.“,-წერს ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა