პოლიტიკა

ხაშურის მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: ვალერი გელაშვილი ცდილობს, თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად გაასაღოს – ეს არის სიცრუე, ის არ არის კავშირში “ქართულ ოცნებასთან”

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, პაატა ჩადუნელი, აცხადებს, რომ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვალერი გელაშვილი ცდილობს, საკუთარი კანდიდატურა წარმოაჩინოს, როგორც მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი.

ჩადუნელის თქმით, ვალერი გელაშვილს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს და ხაშურში მერობის ერთადერთი კანდიდატი მმართველი პარტიიდან სწორედ თავად არის.

“ხაშურის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია მერობის ორი კანდიდატი. ერთი გახლავართ მე, პაატა ჩადუნელი, წარდგენილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” და ასევე არის წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ვალერი გელაშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი, სამწუხაროდ ცდილობს, რომ გაასაღოს თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ის არ არის კავშირში “ქართულ ოცნებასთან”, იგი არ წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”. მე ვარ მერობის ერთადერთი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”,” – აცხადებს პაატა ჩადუნელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა