პოლიტიკა

ჯორჯ ფლოიდის მხარდასაჭერად, 2020 წელს მუხლებზე დადგომის გამო, FBI-დან 20-მდე თანამშრომელი დაითხოვეს


ვაშინგტონი, აშშ. – ფედერალური საგამოძიებო ბიუროდან (FBI) დაითხოვეს 15-დან 20-მდე თანამშრომელი, რომლებმაც 2020 წელს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, დემონსტრანტებთან ერთად მუხლებზე დაჩოქებით სოლიდარობა გამოხატეს, იუწყება სააგენტო AP.

ბიუროს ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გათავისუფლების წერილში თანამშრომლებს „საღი აზრის არქონა“ დასდო ბრალად, რადგან ისინი შეუერთდნენ დემონსტრანტების სიმბოლურ ჟესტს.

FBI-ის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა და კონსერვატორმა პოლიტიკოსმა მკაცრად გააკრიტიკა სამართალდამცველები, რომლებმაც მომიტინგეების წინაშე დაიჩოქეს. მათი აზრით, ეს ჟესტი თანამშრომლების მხრიდან დაუშვებელი პოლიტიკური დემონსტრაცია იყო.

დათხოვილი თანამშრომლების დამცველები კი ამტკიცებენ, რომ მუხლებზე დადგომა იყო მხოლოდ ტაქტიკური ხერხი დაგროვილი დაძაბულობის განმუხტვისთვის და არა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატულება ან დემონსტრანტების პოლიტიკური შეხედულებებისადმი სოლიდარობა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა