პოლიტიკა

ანი ნადარეიშვილი რუსთავი 2-ის ექსკლუზივზე: რა ვიცი, როცა ვერც “პარლამენტის მაკეტი” იპოვე და ვერც “უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება”, მინიმუმ ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული ჭკვიანი კამერების უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო და გაშიშვლდე ბოლომდე

„ნაცმოძრაობის“ დროინდელი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია “რუს­თა­ვი 2”-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე და მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან 4 ოქ­ტომ­ბრის გეგ­მებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თა­ვენ.

“რუსთავი 2”-ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია, როგორ გამოდის პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან ერთად იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც ჩვენც და მურთაზის ოჯახიც ვცხოვრობთ წლებია.

ახლა ცოტა უკან გადავახვიოთ… დაახლოებით ერთი თვის წინ, სანამ ხაბეს დააკავებდნენ, სუს-მა ჭკვიანი კამერები დაგვიყენა კორპუსის ორივე შემოსასვლელთან, ოღონდ მანამდე მაგ დღესვე სუს-ის დრონმა შემოგვარტყა წრე და შემოიხედა ყველა ფანჯარაში. ხოდა რა ვიცი, როცა ვერც “პარლამენტის მაკეტი” ვერ იპოვე და ვერც “უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება” და ხედავ რომ არაფერი უჩვეულო ამ ფანჯრებს მიღმა არ ხდება, მინიმუმ ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული ჭკვიანი კამერების უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო და გაშიშვლდე ბოლომდე.

პ.ს. რაც მთავარია, რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში და არც არასდროს არ ვაპირებთ ყოფნას.

#4ოქტომბერი #მშვიდობიანიდამხობარეჟიმს #დროშებისრევოლუცია” – წერს ანი ნადარეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა