ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 127-ე შეხვედრა გაიმართება. ორთვიანი პაუზის შემდეგ მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს პირისპირ განიხილავენ.
ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას კვლავ მოითხოვს, ასევე იმსჯელებენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
Facebook Comments Box