პოლიტიკა

კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, რომლითაც მათი მაჟორიტარის მოსყიდვასა და გადაბირებას ადასტურებენ

ლელო — ძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიის მერობის ერთობლივმა კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოიპოვეს აუდიომასალა, სადაც ჩანს როგორ ცდილობენ გავლენიანი ბიზნესმენები ლელო — ძლიერი საქართველოს მაჟორიტარების მოსყიდვას.

კუპრაძე აცხადებს, რომ “კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი ქართული ოცნების, ივანიშვილის, კახა კალაძის და სუს-ის მხრიდან”.

“ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ კვირების განმავლობაში, აწ უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი ქართული ოცნების, ივანიშვილის, კახა კალაძის და სუს-ის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე.

ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამაყროს, კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება . ის ასახელებს, რომ სუს-ის ჩართულობით და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის სანაცვლოდ.

ცხადია, რომ კახა კალაძე, არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით, არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი იმ მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა,” — განაცხადა კუპრაძემ.

ბრიფინგზე პარტიამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა