Uncategorized

მოლდოვის პოლიცია: სამართალდამცავი ორგანოები არ შეეგუებიან კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნას

მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ, რომ მიიღეს ინფორმაცია ადამიანთა გარკვეული ჯგუფების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დედაქალაქში დაანონსებული აქციის ფარგლებში, არეულობისა და დესტაბილიზაციის ორგანიზებას აპირებენ.

სამართალდამცავი ორგანოები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ შეეგუებიან და არ დაუშვებენ, რომ მოქალაქეების სიცოცხლესა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას. ამასთან, პოლიცია ორგანიზატორებს დაანონსებული ღონისძიების ჩატარებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას ახსენებს.

„სამართალდამცავი ორგანოები არ შეეგუებიან კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნას. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გააანალიზონ თავიანთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში, რისთვისაც შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – აღნიშნულია პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა