პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: პაატა ბურჭულაძე – წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლესთან, არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა

წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ბურჭულაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.

„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა, დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას. ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე რომ, არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.

„რუსთავი 2“-ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არცერთი „ოცნების“ ოჯახის წევრი. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა