საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანა სანდერი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეკრიბეს ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების ჯარი, მათ შორის, არიან აფხაზეთის და აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც, ავღანეთშიც და უკრაინაშიც.
ამასთან, ამბობს, რომ მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, “უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი” უნდა მისცენ. წილოსანი წერს, რომ ვიდეოში თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.
„თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.. ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას.. არალეგალური ჯარის ფორმირებას, რომ ახდენენ და თურმე, შანსი რომ უნდა მოგვცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი – ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ (ნანა სანდერ -შტუტგარტი, გერმანია; რევაზ ბეროზაშვილი – ბრიუსელი, ბელგია) თქვენ ვინ მოგცემთ საშუალებას, ჩვენი დიდი ძალისხმევით აწყობილი, მშვიდობიანი ქვეყანა აგარევინოთ!“- წერს წილოსანი.