პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური 31-ე ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური 31-ე ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილობრივებს მის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ხელშეწყობა მის სამაჟორიტარო ოლქში, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქვემო სამგორის მოსახლეობის ცხოვრების დონეს ბევრად გააუმჯობესებს.

ადგილობრივებმა მხარდაჭერა გამოხატეს მმართველი გუნდის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის შემდგომი განვითარება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა