უცხოური მედია

ტრამპი და „ფაიზერი“ მედიკამენტების გაიაფებაზე შეთანხმდნენ

ფარმაცევტულმა გიგანტმა „ფაიზერმა“,  აშშ-ის პროგრამა Medicaid-ის პაციენტებისთვის ყველა რეცეპტული მედიკამენტის ფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. ამასთან, კომპანია თავისი ზოგიერთი პრეპარატის გაყიდვას TrumpRx-ის სახელწოდების ახალი სამთავრობო ვებგვერდის საშუალებითაც მოახდენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფასდაკლებებზე თანხმობის სანაცვლოდ, „ფაიზერმა“ მიიღო სამწლიანი გადავადება იმ 100-პროცენტიანი ტარიფებისგან, რომლებიც 1 ოქტომბრიდან იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე უნდა ამოქმედებულიყო. მედიკამენტებზე საშუალო ფასდაკლება 50%-ს შეადგენს, ხოლო ცალკეულ პოზიციებზე შესაძლოა 85%-საც კი მიაღწიოს.

პლატფორმა TrumpRx-ის გაშვება 2026 წლის დასაწყისისთვის იგეგმება და ის ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ Medicaid-ის მონაწილეებისთვის, არამედ ყველა ამერიკელისთვის. ვებგვერდი პაციენტებს უშუალოდ მწარმოებლების საიტებზე გადაამისამართებს, სადაც მათ შუამავლების გვერდის ავლით შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა