ჩვენ უნდა დავრჩეთ თანმიმდევრულები, რადგან სხვა წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში საქართველოს მსგავსი პრობლემის გამოვლენისას, არ იყო გადადგმული იგივე ნაბიჯები, – განაცხადა საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატებზე „გართიანებული ევროპელი მემარცხენეების“ წევრმა, ბერდან ოზთურქმა.
მისი თქმით, არჩევითი მიდგომები ევროპის საბჭოს სანდოობას აზიანებს.
„ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა არჩევნების შედეგს. ამ მიზეზით არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ გამხდარა სადავო. მიუხედავად ამისა, ამ ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პირობები და შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს დელეგაციას. ჩვენ უნდა დავრჩეთ თანმიმდევრულები, რადგან სხვა წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში საქართველოს მსგავსი პრობლემის გამოვლენისას, არ იყო გადადგმული იგივე ნაბიჯები. არჩევითი მიდგომები აზიანებს ჩვენს სანდოობას და აჩენს საფრთხეს, რომ ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებულად ვიყოთ აღქმული“, – აღნიშნა ოზთურქმა.