საზოგადოება

აუ, დიდი ხანია სასაცილო ამბავი მინდა მოვყვე – საცობში რომ ვიდექი, ტელეფონს დავაჯექი და შემთხვევით გიგასთან დავრეკე- თამარ ჩერგოლეიშვილი 

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„აუ დიდი ხანია სასაცილო ამბავი მინდა მოვყვე და სიტუაცია ვერ ვიპოვე. ამასწინათ, ნარკოპოლიტიკის და ჩვენი ახალი დიდებული ლიდერის, ზურა სიხარულიძის წარდგენა გვქონდა დილას 11 საათზე. წამოვხტით რვაზე, ყავა დავლიეთ, შხაპი, ისა ესა… და გიგას ბიოლოგიურ საათზე რომ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული, შევთავაზე მე გავალ და შენ მძღოლმა მოგაბრძანოს მეთქი. დამეთანხმა. წავედი რედისონისკენ, საჭესთან ვარ, ტელეფონი ფეხებში მიგდია და მივღოღავ საცობში…მივედი ღონისძიებაზე, კომენტარებს ვარიგებ, ცოტა ხანში მოვიდა გიგა – ჩინგიზ ხანის ძეგლის სახით … ვუყურებ, რომ არ იმჩნევს, მაგრამ გაცოფებულია. მეთქი რა სჭირს, ასე როგორ ეწყინა, რომ არ დაველოდე. მაგრამ ნუ, საქმეზე მქონდა ფოკუსი და დავიკიდე, მეთქი გაუვლის – ახლა ეს კარგად ჩავატაროთ.

დიდებულად ჩაიარა. რომ დასრულდა მივედი გიგასთან, ნოტარიუსთან უნდა გავიარო და შენ მანქანა ხომ გყავს მეთქი… ისევ დამიღრინა. ისევ არ შევიმჩნიე, მეთქი რავი… რამ გადარია. წავედი ნოტარიუსთან, მაღაზიაში გამოვიარე, სულგუნი და ცხელი კახური შოთი ვიყიდე, მოვცუნცულდი სახლში – მეთქი მოვთაფლავ. ისევ არ გამცა ხმა და სასტიკი სიცივე შემომაგება. ჩამოვუჯექი და კაი რა გეწყინა, არ მინდოდა ზურა ჩვენზე ადრე მისულიყო და ამიტომ არ დაგელოდე მეთქი. ისევ ჩინგიზ ხანის სახით შემომხედა, ვაი შენს პატრონს, ტელეფონში ჩაიხედე, მოგწერეო. ვახ, მეთქი ნეტა რა დავაშავე. ჩავიხედე და თურმე თავში მაცივარი მაქვს მორტყმული, სულს ვღაფავ!

რა მომხდარა:საცობში რომ ვიდექი, ტელეფონს დავაჯექი და შემთხვევით გიგასთან დავრეკე.თან ჩემ წინ მიმავალმა ჯეელმა გამაღიზიანა, რომელმაც მწვანე შუქნიშანი გამაზა იმიტომ რომ ტელეფონიდან არ ამოუყვია თავი და საოცარი სიტყვებით შევამკე (მასთან ინტერაქციაში არ შევსულვარ, ჩემთვის, მანქანაში შევაგინე ძაან გემრიელად). ამ დროს, თურმე, სადღაც ფეხებში სატელეფონო ხაზზე მყავდა გიგა, რომელმაც ჩემს ზარს უპასუხა რათა ეს უდახვეწილესი გინება მიეღო, სანამ არხეინად მივდიოდი ნარკოპოლიტიკის პრეზენტაციაზე.

დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ…ადვილს ვსვამდი ორი დღე რომ სიცილით მოყენებული ტკივილი ჩამეხშო. ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრების პარლელურად, ასეთი მხიარული პირადი ცხოვრება მაქვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა