პოლიტიკა

ანა წითლიძე – ჩერგოლეიშვილის მესიჯბოქსი ემთხვევა სუს-ის მესიჯბოქსს, 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან ნებისმიერ კავშირს უარვყოფთ

რა სჭირდა ღობეს და ასე შემდეგ, ვერანაირ შეთქმულებაში ვერ შევალ. ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ერთი, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები არალეგიტიმური, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, „რეჟიმის პროვოკაციები არაერთხელ უნახავთ და ამაში ახალი არაფერია“.

„იქ რომ სუს-ს შეიძლებოდა, თავისი ინტერესი ჰქონოდა და შესაბამისად, რეჟიმის პროვოკაციებიც არაერთხელ გვაქვს ნანახი, ამაში ახალი არაფერი არ არის. მთავარი ხაზი 4 ოქტომბერს იყო, რომ ქუჩაში გამოსულმა ასიათასობით საქართველოს მოქალაქემ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ უთხრა, ისინი მათ, როგორც ხელისუფლებას, არ აღიარებენ და საზოგადოებას თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ მშვიდობიანი რევოლუციური ცვლილებებით წარმოუდგენია“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ. ძალიან სამწუხაროა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის მესიჯბოქსი ემთხვევა სუს-ის მესიჯბოქსს, რომელიც სწორედ ამ ნარატივის განვითარებას ცდილობს. ისინი ცდილობენ, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერთან რამენაირად დააკავშირონ, დამატებითი შეთქმულების თეორია და ამასთან დაკავშირებით „ბუა“ შექმნან. რატომ აკეთებას ამას თამარ ჩერგოლეიშვილი, დასკვნები საზოგადოებამ თავად გამოიტანოს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რაც შემიძლია, გითხრაც, არის, რომ 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარვყოფთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა და ეს ფაქტი დაპირისპირების მიზეზი გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა