პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე – ყოველგვარი ნორმების დარღვევით ქალბატონი მივიდა მიტინგზე და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველებს. სწორედ, ასეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროპული ფასეულობისადმი ნდობას

x

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს შიდა სამართლის ყოველგვარი წესების და ასევე საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმების დარღვევით ქალბატონი მივიდა მიტინგზე და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველთა იმ ათიოდე ადამიანს, რომელიც ყოველგვარი კანონების დარღვევით კეტავენ რუსთაველს და ვითომდა პროტესტს გამოხატავენ“- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა და მის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მიმართ უცხო არ არის.

„ეს ქალბატონი ერთის მხრივ წარმოადგენდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორეს მხრივ, საქართველოში ჩამოსული იყო ეუთო-ს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა. წინა დღით ვიხილეთ მისი პრესკონფერენცია, სადაც მსგავსი არაფერი თქმულა მისი მხრიდან, მსგავს განცხადებას არ ჰქონდა ადგილი და უცებ, მეორე დღეს, საღამოს ვიხილეთ ასეთი გაუგონარი მხარდაჭერა იმ ძალადობისა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყველა გმობს. ასეთი ორმაგი სტანდარტები უცხო არ არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, სხვადასხვა ევრობიუროკრატებისა და დასავლელი პოლიტიკოსების მიერ. ქართველი ხალხისთვის ძალიან რთულია ასეთი უსამართლო განცხადებების მოსმენა და ყველაფერ ამაზე მშვიდად რეაგირება. სწორედ ასეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროინტეგრაციისადმი და ევროპული ფასეულობისადმი ნდობას, რაც კარგი სულაც არ არის და მწუხარებით აღვნიშნავ ამ ფაქტს“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა