პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მინდა მოგილოცოთ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს მორიგი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც ასობით მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა რუსეთს

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გუშინ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს მორიგი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც ასობით მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა რუსეთს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრალდებები რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით ბრალდებად რჩება, რამდენადაც ამდენი წლის განმავლობაში არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია არავის „ქართული ოცნების“ მიერ რუსულის საქმის კეთებასთან დაკავშირებით.

„მანამდე კიდევ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მოგებული ერთი ჰააგაში, სადაც ჩვენც ჩავუხსენით ყველანაირი რისკი და ბრალდება ჩვენს გმირ სამხედროებს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციაზე ხელმოწერით, მათ დააბრალა ომის დანაშაულების ჩადენა და ყველანაირი პასუხისმგებლობა ოკუპანტებზე გადავიდა. მას შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო სადაც ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჩვენ გვესაუბრებიან რაღაცა რუსული საქმის კეთებაზე და როდესაც ვკითხულობთ, რომ ერთი მაგალითი გვითხარით რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში ფიზიკურად პასუხი არ არსებობს. თუმცა, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იქედან გამომდინარე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგაც ანალოგიური თემა ტრიალებდა და კარგად ვიცით, ეს „რაშანგეითის“ სახელწოდებით გამოძიება რომ არის დაწყებული, ვინაიდან 2016 წელს მთელი სისტემა იყო ჩართული იმაში, რომ ბატონი ტრამპისთვის მიეკერებინათ ზუსტად ანალოგიური იარლიყი“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა