უცხოური მედია

რუსეთი აშშ-ს გადასცემს კგბ-ს მონაცემებს ჯონ კენედის მკვლელის შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ალექსანდრე დარჩიევი, ვაშინგტონს გადასცემს მოსკოვში დაცულ 350 გვერდს ინფორმაციის შესახებ, თუ ვინ მოკლა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი. ამის შესახებ საკუთარ X-ზე კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ განაცხადა. მან დაუყოვნებლივ გამოქვეყნების პირობა დადო.

ლუნას თქმით, კონგრესი ამ ფაილების მოპოვებას 1990-იან წლებში ცდილობდა, თუმცა უარი მიიღო. „ისტორიაში პირველად, მივიღეთ მათზე წვდომა“, — აღნიშნა მან.

ლუნა ხელმძღვანელობს დოკუმენტების გასაიდუმლოების სამიზნე ჯგუფს და კურირებს ჯონ ფ. კენედის (JFK) ფაილების შესწავლას. ივლისში, მისმა თანამშრომლებმა მიიღეს წვდომა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დოსიეზე ჯორჯ ჯოანიდესის შესახებ — სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლი ჰარვი ოსვალდთან, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, კენედის მკვლელია. ლუნამ მაშინ განაცხადა, რომ ჯოანიდესი „1000%-ით იყო ჩართული“ პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

კენედის მკვლელობის შესახებ დოკუმენტების დიდი ნაწილი მიმდინარე წელს, ტრამპის ბრძანებით გამოქვეყნდა. ერთ-ერთ დოკუმენტში, მაგალითად, ნათქვამია, რომ CIA და ავსტრალიის ხელისუფლება ცდილობდნენ დაემალათ ინფორმაცია სატელეფონო ზარის შესახებ, რომელიც კენედის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში კანბერაში აშშ-ის საელჩოში შევიდა. უცნობმა ადამიანმა თავი სსრკ-ის საელჩოს პოლონელ მძღოლად გააცნო და განაცხადა, რომ მკვლელობა საბჭოთა მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა