პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით. მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, „postv”-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია მოკრივე ჯეკ ჯონსონის ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა, როგორ გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და როგორ გამოაცხადეს მასზე უსამართლო დევნა.

ოდიშარია პარალელს ავლებს თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებასთან და ამბობს, რომ „დიპ სტეიტი“ საქართველოს ახლაც ისე უყურებს, როგორც უყურებდნენ ჯეკ ჯონსონს, „როგორც უუფლებო მაიმუნს, რომელმაც გაბედა და სუვერენიტეტი მოიპოვა“. ის ფიქრობს, რომ გარე ძალების ზეწოლა და დასჯის მექანიზმები საბოლოოდ ყოველთვის უშედეგოდ დასრულდება.

„იყო ასეთი ამერიკელი მოკრივე, ჯეკ ჯონსონი, 1908 წელს, ჯონსონი გახდა პირველი შავკანიანი ვინც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა მძიმე წონაში. ამ დროს შავკანიანებს მოგეხსენებათ როგორ ულხინდათ. მიზეზი, რის გამოც მას საერთოდ მისცეს ტიტულზე ბრძოლის უფლება, იყო მეტოქე თეთრის ამპარტავნება, დაემტკიცებინა რომ ნებისმიერს გალახავდა. შედეგად ჯონსონმა სახით რინგზე ჯექსონ პოლოკის ტილო დაახატვინა სისხლით და დორბლით. განრისხდა თეთრი ამერიკა. დაიწყეს ძიება თეთრი მოკრივის, ვინც თავგასულ ჯონსონს ტიტულს ჩამოართმევდა. ასეთი მებრძოლის ძიებაში, დაიბადა ტერმინი “დიდი თეთრი იმედი” – Great white hope. უბრალოდ ჯონსონმა ეს “დიდი თეთრი იმედიც” უმოწყალოდ გალახა. საბოლოოდ ტიტული მას ვერავინ ჩამოართვა და კონგრესის ძალით მოუხდათ მასზე ყოვლად უსამართლო დევნის გამოცხადება, უსაფუძვლო ბრალის წაყენება, რომელი ბრალის აბსურდულობაც ასი წლის შემდეგ აღიარეს და ჩამოაწერეს. ასე შემოგვყურებს დიფ სთეითი ჩვენ დღემდე, როგორც უყურებდა ჯეკ ჯონსონს, როგორც უუფლებო მაიმუნს, რომელმაც გაბედა და სუვერენიტეტი მოიპოვა. ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით. მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ“- წერს ოდიშარია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.