პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია, რომლითაც მან საკუთარი თავი და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს! წარმოიდგინეთ მასშტაბი საფრთხის და მიხვდებით ერისკაცის გმირობას!

ის რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ გულუხვი და როდესაც დაინახავს, რომ ქართველები ქმედებას დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არა დემოკრატიულად და პრო-ვიღაცისტებად გამოგვაცხადებენ! ასე იყო სულ ცოტა ხნის წინაც, როცა ქართველთა ინტერესების დამცველმა პარტია ქართულმა ოცნებამ, საქართველოს იდენტობის დასაცავი და მომავალი თაობების გადასარჩენი ეროვნული კანონპროექტების მიღება დაიწყო! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “დიფ სთეითს” სურს და აწყობს ერების განადგურება და მარტივი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი პრინციპული პოზიციით საკუთარი თავი და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს და მშვიდობა შეუნარჩუნა.

“უარი ვთქვით გარყვნაზე, ჰომოსექსუალების გაბატონებაზე და მალევე არადემოკრატიულები დაგვარქვეს! ქართული ეკლესია დავიცავით, მის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და პრო-რუსები დაგვიძახეს! ქვეყნის დამაზიანებელი შავი ფული შევუზღუდეთ, რომელიც სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად და ქართველების ერთმანეთზე გადასაკიდებლად იყო გამიზნული, მანქურთ ენჯეოშნიკებს ჩვენი ტრადიციის, ისტორიის წასაშლელად უნდა გამოეყენებინათ და დასავლეთის მტრებად გამოგვაცხადეს! უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! მეგობრებო, დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს საერთო ინტერესების თანხვედრა! სატანისტებისგან დაკომპლექტებული დიფსთეითი ბოგინებს, მას სურს და აწყობს ერების განადგურება! ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბატონი ბიძინა, მმართველი გუნდის ლიდერი და მისი საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია! პოზიცია, რომლითაც მან საკუთარი თავი და მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს! წარმოიდგინეთ მასშტაბი საფრთხის, მერე თქვენი თავი დააყენეთ ამ მოცემულობაში და თუ სუფთა და მართალი ადამიანი ხართ, მიხვდებით ერისკაცის გმირობას! ასე რომ ქართველებო, მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვართ ერთმანეთის მეგობრები, გულშემატკივრები, პარტნიორები, მოძმეები და მოყვარეები! უფალი ფარავდეს ამაყ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს,” – წერს სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.