ფინელი ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს საჯაროდ ჰკითხა, უნდა გააგრძელოს თუ არა ფინეთმა შეიარაღების შეძენა ისრაელისგან მაშინ, როცა გაერო და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ამ ქვეყანას გენოციდში ადანაშაულებს -ინფორმაციას trtworld-ი ავრცელებს.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პრეზიდენტმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიციამ ჟურნალისტი ტერიტორიიდან განარიდა და გაფრთხილება მისცა.
„ბატონო პრეზიდენტო, მიზანშეწონილია თუ არა, რომ ფინეთმა განაგრძოს შეიარაღების შეძენა ისრაელისგან – იმ ქვეყნისგან, რომელსაც გაერო და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გენოციდში ადანაშაულებს?“, – ჰკითხა ჟურნალისტმა, რომლის ვინაობაც მხოლოდ მისი სახელით, ტუომასით არის ცნობილი.
როდესაც პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა, ჟურნალისტმა დაამატა: „გაქვთ კომენტარი, ბატონო პრეზიდენტო? – კომენტარის გარეშე – ქალბატონებო და ბატონებო, ეს ჩვენი პრეზიდენტია“.
მალევე საქმეში პოლიცია ჩაერია და ჟურნალისტს მიუგო: „ციხეში წახვალთ და ამისთვის ჯარიმასაც მიიღებთ“.
ჟურნალისტი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და არ აპროტესტებდა. მიუხედავად ამისა, ის დააჯარიმეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდება წაუყენეს, რის გასაჩივრებასაც აპირებს.